მიხეილ სააკაშვილის ოჯახმა შესაძლოა, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანა დააჩქაროს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა - პრეზიდენტის დედა  სასამართლო პროცესების სწრაფად ჩატარებას ითხოვს.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ ოჯახმა შესაძლოა, მოითხოვოს და სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის შეტანა დააჩქაროს. 

"[სასამართლო] უნდა ჩაინიშნოს ზედიზედ და დღეში 2-ჯერ უნდა ჩაინიშნოს მე რომ მკითხოთ. მით უმეტეს, რომ ის ტოქსიკოლოგი არის კალიფორნიიდან და 12-საათიანი განსხვავებაა ჩვენს შორის. ის ადამიანი ვერ გაათენებს და 12 წლის ბიჭის არ არის. წინა პროცესზე ღამის 2 საათამდე იჯდა, იჯდა და პერსპექტივაშიც არ ჩანდა, რომ მას ვინმე ჩართავდა. ევროსასამართლო - ვფიქრობ, რომ სასწრაფოდ უნდა დაიძრას ეს საქმეც, როგორც გადაუდებელი შემთხვევა",- ამბობს გიული ალასანია. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 29 დეკემბერსაა ჩანიშნული. პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძე ამერიკელი ტოქსიკოლოგს, დევიტ სმიტის პოზიციას მოისმენს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი