
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემების მიხედვით, ზედიზედ მეორედ, ბოლო 24 საათში კორონავირუსის ახალი შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. შაბათის მონაცემებით 259 848 ახალი შემთხვევა დადასტურდა, პარასეკვს ეს მაჩვენებელი 237 743 იყო.
WHO-ს ცნობით, მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მთლიანი რაოდენობაა 13 876 441 მილიონია. შაბათის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსით 7 360 ინფიცირებული გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 593 087 შეადგინა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკა შეგიძლიათ ნახოთ აქ.