25 დეკემბერი და 7 იანვარი - უკრაინაში, ეკლესიები და მრევლი თვითონ გადაწყვეტს, როდის აღნიშნავენ შობას

გამოქვეყნდა:

ხვალ, 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის დღესასწაულს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია. ამ წლიდან ომში მყოფი ქვეყნის მოქმედ ეკლესიებს აქვთ არჩევანი მრევლთან ერთად, თვითონ გადაწყვიტონ როდის აღნიშნავენ შობას -  25 დეკემბერს თუ 7 იანვარს. 

კიდევ ერთი ღია განაცხადი, რომ უკრაინის ეკლესია, რუსეთის ეკლესიისგან სრულ დისტანცირებას ცდილობს.  

საერთაშორისო მედია წერს, რომ გადაწყვეტილება კიდევ უფრო აღრმავებს იმ ბზარს, რომელიც უკრაინაში პუტინის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთისა და სხვა ქვეყნების მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის გაჩნდა. 

25 დეკემბერი - შობის აღნიშვნის დღე -  ქვეყანაში საკითხზე დისკუსია მრავალი წელია მიმდინარეობს. უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ამბობს, რომ ამ არჩევანით მათ საზოგადოების მრავალი წლის მოთხოვნა მხედველობაში მიიღეს. უკრაინელებისთვის ამ ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე წლებია  აქტიურობს და კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს ოფიციალური კიევიც . ჯერ კიდევ 2017 წელს, მაშინდელმა  პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც  უკრაინის მთელ ტერიტორიაზე 25 დეკემბერი უქმედ გამოცხადდა.

ავტორი: რამაზ ხატიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი