პენიტენციურის წარმომადგენლისთვის "მონის" დაძახების გამო 20-მდე პირის წინააღმდეგ საქმე აღძრეს

გამოქვეყნდა:

შეძახილების გამო 14 დეკემბერს, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი პოლიციამ გამოკითხვაზე დაიბარა. მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. 

საქმე ეხება მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს, რომლის დროსაც პენიტენციურმა საქმის განხილვის ერთი თვით გადადება მოითხვა. გარეთ გამოსულ პენიტენციური სამსახურის წარმომადენელს მოქალაქეები "მონას" ეძახდნენ და ერთგვარი "სირცხვილის დერეფანი" მოუწყვეს. ამის გამო საგამოძიებო უწყებამ სისხლის სამართლის საქმე 20-მდე პირის წინააღმდეგ აღძრა. 

ერთ-ერთი მათგანი, დავით გალოგრე "მთავარ არხთან" ამბობს, რომ ხელისუფლება მოსახლეობას აშინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი