
კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა. შემთხვევა გამთენიისას, თელავში, რუსთაველის გამზირზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა, რომელშიც ხუთი მგზავრი იმყოფებოდა, ხეს შეეჯახა.
დაშავებულები სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებით, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით, ერთ-ერთი მათგანი თბილისში გადმოიყვანეს.
ავტორი: ია გულიაშვილი.