პროტესტი უნივერსიტეტში - თსუ-ში დღეს რექტორის არჩევნები უნდა ჩატარდეს

გამოქვეყნდა:

ხმაური იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დღეს რექტორის არჩევნები გაიმართება. პოსტზე წარდგენილია მხოლოდ ერთი - ჯაბა სამუშიას კანდიდატურა. 

სტუდენტები რექტორის არჩევნებს აპროტესტებენ. მათ იმ აუდიტორიის კარის გადაკეტვა სცადეს, სადაც არჩევნები უნდა ჩაატარონ. სტუდენტების თქმით, ამ დროს მათ დაცვის სამსახურის უფროსმა, გიორგი გორაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"მაისის სტუდენტური მოძრაობა" ამბობს, რომ რექტორის არჩევა არადემოკრატიული წესით ხდება: 

"რექტორის არჩევნებია უნივერსიტეტში, რომელიც არადემოკრატიული წესით ტარდება. რექტორს ირჩევს აკადემიური საბჭო და არა სრული პროფესურა.

ვითხოვთ შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი და გახდეს დემოკრატიული და არა მცირე კლანის მიერ მართული. რექტორს ირჩევს საუნივერსიტეტო ელიტა და არა აკადემიური სივრცე! ეს უნდა შეიცვალოს!", - წერს "მაისის სტუდენტური მოძრაობა". 

შეგახსენებთ, გიორგი შარვაშიძემ 7 ოქტომბერს აკადემიურ საბჭოს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. შარვაშიძე, რომ რექტორის პოსტის დატოვებას გეგმავდა და მის შემცვლელად სამუშია მოიაზრებოდა, ინფორმაცია პირველად "მთავარმა არხმა"  6 ოქტომბერს გაავრცელა, თუმცა სამუშიამ მაშინ ყველაფერი უარყო. 13 ოქტომბერს კი ცნობილი გახდა, რომ სამუშია ერთადერთია, რომელმაც რექტორობაზე განაცხადი შეიტანა. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი