ორივეს მდგომარეობა მძიმეა, მამა კრიტიკულია - ექიმი მარნეულში დაჭრილ მამაზე და ბაბუაზე

გამოქვეყნდა:

მძიმეა მამისა და ბაბუის მდგომარეობა, რომლებიც გუშინ მარნეულში, ახალგაზრდა კაცმა დაჭრა. ექიმები ამბობენ, რომ მამა, რომელსაც ჭრილობათავის არეში აქვს, თბილისში გადაიყვანეს. 

რაც შეეხება ბაბუას, ის ფილტვშია დაჭრილი.

"მამა არის მძიმე, მას აქვს თავის არეში ჭრილობა, ბაბუას რაც შეეხება, ფილტვში არის დაჭრილი და საოპერაციოა. ორივე არის მძიმე, მაგრამ მამა განსაკუთრებით, მამა კრიტიკულია, ნეიროქირურგიული ჩარევა სჭირდება და მიდის თბილისში", - თქვა "ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკურმა მენეჯერმა. 

ბრალდებული პოლიციამ დააკავა და წინასწარი მოთავსების იზოლატორშია. მას ბრალს პროკურატურა ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი