
საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, დაკმაყოფილდა მათი სარჩელი და პატიმრების ერთადგილიან საკანში მოთავსების დღეს მოქმედი წესი გაუქმდა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს კონსტიტუციის მოთხოვნების შესაბამისად 2023 წლის 1 მაისამდე უნდა დაარეგულიროს ერთადგილიან საკანში პატიმრების მოთავსების პროცედურა და საფუძვლები.
"სახალხო დამცველი წლებია მოითხოვდა №3 და №6 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულთა ხანგრძლივი დროით იზოლირებისა და სხვა პატიმრებთან კონტაქტის შეზღუდვის წესის შეცვლას. პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების თვეებისა და წლების განმავლობაში იზოლაციის პრაქტიკა, სახალხო დამცველს შეფასებული აქვს, როგორც არასათანადო მოპყრობა. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) ყოველთვის განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა სამარტოო საკნებში მოთავსებულ პატიმრებს, რადგან ამან შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს აღნიშნული პირების ფსიქიკურ, სომატურ და სოციალურ ჯანმრთელობას", - აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოს 2022 წლის 7 თებერვალს მიმართა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა რომ: