სავარაუდოდ, იმდენად მაღალი იყო ტოქსიკური აგენტების დოზა, 5 თვის შემდეგაც კი ქსოვილებში კონცენტრაცია აღმოჩნდა ნორმაზე მაღლა - სმიტი მიხეილ სააკაშვილის მოწამვლაზე

გამოქვეყნდა:

ვვარაუდობ, რომ იმდენად მაღალი იყო ტოქსიკური აგენტების დოზა, რომელიც იყო მიცემული, 5 თვის გასვლის შემდეგაც კი, ქსოვილებში კონცენტრაცია აღმოჩნდა ნორმალურ დონეზე მაღლა - აცხადებს ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევბიდ სმიტი მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას.

დღევანდელ პროცესზე სმიტმა აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია მძიმე მეტალებით და რომ ეს მეტალები  მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში ჯერ კიდევ ციხეში ყოფნის პერიოდში  მოხვდა. სმიტის თქმით, მან გამოიკვლია  სამედიცინო ჩანაწერების დიდი რაოდენობა, ლაბორატორიული ტესტების შედეგები, თმის, ფრჩხილებისა და სისხლის ნიმუშები, ასევე გაფართოებული სამედიცინო ჩანაწერები და ასევე 170 გვერდიანი დასკვნა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო საკუთარ პროცესს ვერ ესწრება მიხეილ სააკაშვილი. მოსამართლე გიორგი არევაძე სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შუამდგომლობას განიხილავს, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს სამედიცინო ექსპერტების დაკითხვა. 

იხილეთ ასევე:


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი