
ახალციხის კლინიკა "იმედის" ექთნის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექიმ ვიოლეტა ინასარიძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 4 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.
გირაოს შუამდგომლობა სახელმწიფო ბრალდებამ დააყენა.
დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურა ბრალდებულს ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებას ედავება, რამაც მისი სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. პროკურატურამ "იმედის" ექიმს ბრალი გუშინ, 28 დეკემბერს წაუყენა.