გიორგი მარგველაშვილის ყოფილი სიძე, მინდია გოგოჭური, ისევ დააკავეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოფილი სიძე მინდია გოგოჭური ისევ დააკვეს.

ინციდენტი, ოზურგეთში სასტუმრო „პარაგრაფში“ მოხდა, სადაც ადგილი ჰქონდა დაპირპირებას და საქმის გარჩევას. ვის და რაზე დაუპირისპირდა გოგოჭური, ჯერჯერობით უცნობია.

შსს-ს ინფორმაციით, გოგოჭური სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილიებით, არის დაკავებული რაც ძალადობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ინფორმაციის გადასამომებლად "მთავარი არხი" მაკა ჩიჩუას დაუკავშირდა, რომელმაც გვითხრა, რომ მომხდარის შესახებ ინფორმირებული არ არის, რადგან მის შვილს მინდია გოგოჭურთან კავშირი აღარ აქვს.

შეგახსენებთ, რომ მინდია გოგოჭური ბოლო წლებში რამდენჯერმე მოექცა საზოგადოების ყურადღების ცენტრში მათ შორის, 2018 წელს გოგოჭური დანაშაულის შეუტყობინებლობისა და იარაღის შენახვის ბრალდებით დააკავეს: 

სამართალდამცველებმა თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ტყვიაგაუმტარი ჟილეტი ამოიღეს. ასევე, კორპუსის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული იქნა აღნიშნული პირების მიერ საცხოვრებელი ბინიდან გადმოყრილი ორი პისტოლეტი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები" - ნათქვამია შსს-ს 2018 წლის განცხადებაში.

დაკავებების გარდა, გოგოჭური რამდენჯერმე დაჭრეს- 2018 და 2017 წლებში.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი