გიორგი შაქარაშვილი შესაძლოა ორი დღე ცოცხალი და კომაში იყო - შოკისმომგვრელი დასკვნა

გამოქვეყნდა:

გიორგის შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ზუსტად ერთი თვე გავიდა. საზოგადოებაში ისევ ბევრი ვერსიაა და კიდევ უფრო მეტი საქმეზე დაკითხული ადამიანი. სამხარაულის ექსპერტიზამ კი, როგორც საზოგადოებას, ასევე პროკურატურას, უფრო მეტი კითხვის ნიშანი გაუჩინა.
შსს-ს მოთხოვნით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე, კიდევ ერთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის წარმოებას დაიწყებს. ამჯერად უკვე ექსპერტებს მოუწევთ, დააკონკრეტონ ის რამდენიმე დეტალი, რაზეც საზოგადოებას და მათ შორის პროკურატურასაც დიდ კითხვის ნიშნებს უჩენს.

პარადოქსი პირველი: გვამური გაშეშება

როდესაც დგება სიკვდილი, რამდენიმე საათში ცხედარი შეშდება, რა დროსაც მას სახეს და სხეულის კიდურებს უფიქსირებენ.

22 ივნისს 15:05 წუთზე ხდება წყლიდან ამოყვანის შემდეგ სხეულის დათვალიერება, დასკვნაში შავით თეთრზე წერია: „სხეულს გვამური გაშეშება გამოხატულია ყველა ჯგუფის კუნთებში“. ლოგიკურად ჩნდება კითხვა, თუკი გიორგი 19 ივნისის ღამეს დაახლოებით 3 საათზე გაუჩინარდა, როგორ შეძლო ორგანიზმმა გვამური გაშეშება 84 საათის მანძილზე. მსგავსი პრეცედენტი ბუნებაში არ არსებობს, რომ გაშეშება სხეულს 36 საათის შემდეგ არ მოეხსნას და თან ზაფხულში.

პარადოქსია თუმცა ამავე დროს შოკისმომგვრელიც რომ შესაძლოა ზუსტად 36 საათის წინ, ან მაქსიმუმ 48 საათის წინ, გიორგი ცოცხალი იყო.

ცნობილი უკრაინელი სასამართლო ექსპერტი, კრიმინალისტი გალინა კარმოშინას კომენტარი ვთხოვეთ, თუ არსებობს კაცობრიობის ისტორიაში მსგავსი პრეცედენტი რომ გარდაცვლილს 4 დღე გვამური გაშეშება ეტყობოდეს.

ცხედარი რომელიც აღმოჩენილი იქნა წყალში, მე ექსპერტიზის პასუხების და ფოტოების საფუძველზე გადაჭრით შემიძლია ვთქვა რომ ის 48 საათზე ნაკლები დროის გარდაცვლილია, რადგან წარმოუდგენელია გვამური გაშეშებები ცხედარს ჰქონდეს 84 საათის მანძილზე

კიდევ ერთი პარადოქსი:

წყლიდან ამოყვანის შემდეგ სხეული ექსპერტიზაზე გადააქვთ, თუმცა იქ მითითებულია რომ გვამური გაშეშება მოხსნილია. ისმის კითხვა როგორ? გვამური გაშეშების მოხსნასაც საათები სჭირდება.

ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს ისიც რომ ექსპერტიზა არ წერს დროს, თუ როდის დაწყო დათვალიერება ცხედარზე და რომელ საათზე მოეხსნა ცხედარს გაშეშება.

თუკი ექსპერტიზა ამას მიუთითებდა ჩვენ ზუსტად გვეცოდინებოდა როდის გარდაიცვალა გიორგი, თუმცა უკვე ცალსახაა გიორგი დღენახევარი -ორი დღე ცოცხალია, გარდაცვალების შემდეგ 36 -დან 48 საათამდე ცხედარი გაშეშებულია.  

იქვე პროკურატურა ადეკვატურად რეაგირებს და კითხვით მიმართავს ექსპერტიზას დააკონკრეტონ როდის დადგა სიკვდილი? ექსპერტიზა  დროს ვერ უთითებს თუმცა წერს:

„სიკვდილის დადგომიდან გვამის სასამართლო- მედიკური წესით გამოკვლევამდე გასულია 48 საათზე მეტი დრო, ანუ რა გამოდის სიკვდილი დადგა 20 ივნისს გვიან - 21 ივნისის ღამეს"

ეს ყველაფერი ხდება ზაფხულში, როცა მდინარის საშუალო ტემპერატურა პლიუს 15-20 გრადუსია.

პარადოქსი მეორე: მოლურჯო - მოიისფრო სისხლნაჟღენთები

დაზიანებებში ვკითხულობთ რომ სახეზე აღენიშნება მოლურჯო- მოიისფრო სისხლნაჟღენთი.

თუკი გიორგი 19 ივნისს გარდაიცვალა წყალში, როგორ განუვითარდა წყალში გარდაცვლილს სიკვდილის შემდეგ წყალში ე.წ. სინიაკი? თუკი მსოფლიოში მთავარ საერთაშორისო საექსპერტო პროტოკოლს მივყვებით, სტამბულისა და მინესოტას პროტოკოლში განსაზღვრულია რომ სიკვდილის დადგომის შემდეგ არცერთ სხეულზე არ ფიქსირდება მოლურჯო მოიისფრო სისხლნაჟღენთი. მსგავსი მოლურჯო დაზიანება ახალი, ან 36 საათის წინ განვითარებული, ანუ მაშინ როცა სხეული ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.

კარმუშნა ტრავმები და ეგრეთ წოდებული სიანიაკები სხეულზე მათ შორის სახეზე, ეს სიცოცხლის პერიოდშია მიყენებული, ის აშკარად ცოცხალი იყო დღენახევარი - 2 დღე, რა დროსაც მის სხეულზე ცოცხალი პროცესები მიმდინარეობდა და დალილავებული ადგილები სივდებოდა

გარდაცვლილ სხეულზე, მით უფრო ზაფხულში და თბილ წყალში, არ ვითარდება არანაირი სიცოცხლისთვის დამახასიათებელი მოლურჯო -მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთები, როგორც ეს ექსპერტიზაშია დაწერილი.

პარადოქსი მესამე თავის ტვინის დაზიანება- კომა:

ექსპერტიზა წერს: ტვინი ჩვეულებრივი განაკვეთზე მოთეთრო მორუხო, საზღვარი გასარჩევია, პარკუჩები ნაპრალისებრი ფორმის, ეპენდიმა სადა, კრიალა, - შეიცავს შემღვრეულ თავ ზურგ ტვინის სითხეს მოჭარბებული რაოდენობით- და იქვე აგრძელებს რომ ქალას ფუძე მთელია.  

სრულიად ალოგიკურია- ანუ, თავ -ზურგ- ტვინის სითხე მოჭარბებული და შემღვრეულია, თუმცა იქვე წერენ რომ ქალა მთელია.

ცასლახაა ტვინი დაზიანებულია, რამაც საბოლოოდ კომატოზური ტრავმა გამოიწვია, თუმცა არსად გვხვდება რომ სხეულს ჩაუტარდა კატე რომ გაეგოთ იყო თუ არა მოტეხილობა ან ფუძის დაზიანება, ან იყო თუ არა ის გაბზარული, რამაც ეს უმძიმესი ტრავმა თავ- ზურგ -ტვინის სითხის მოჭარბება და შემღვრევა გამოიწვია.

იქვე ვკითხულობთ რომ სახისა და კიდურების ძვლები ხელის შეხებით მთელია- როგორ შეძლო ექსპერტიზამ 21-ე საუკუნეში მხოლოდ თვალით და ხელებით დაეთვალიერებინა ძვლები თან როცა ექსპერტიზა ცალსახად აღნიშნავს რომ მარჯვენა მტევანი მიქცეულია.

მაშინ უნდა განისაზღვროს რატომაა მტევანი მიქცეული თუ ის არ არის მოტეხილი, რაც კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს რომ სხეული უმწეო იყო, როცა ის მდინარეში მოხვდა, რადგან მიყენებული იყო თავის არეში კომატოზური ტრავმა. ალოგიკურია როგორ შეძლო ქართველმა ექსპერტმა დაენახა თვალით ფუძის ძვლის დაზიანებები, ან მთელი სხეულის, რამაც საბოლოოდ ტვინის სითხის შემღვერვა გამოიწვია.

პარადოქსი მეოთხე: "მრეცხავის ხელები"

მას შემდეგ, რაც სხეული წყლიდან ამოაქვთ, ხდება პირველად დათვალიერება. ფოტოებზე აშკარაა ხელის გულებზე გამოხატული ე.წ. „მრეცხავის ხელები“ რასაც შემდგომ უკვე ექსპერტიზაც ადასტურებს. თუკი სხეული 4 დღე წყალში იყო, თან ზაფხულში, სადაც საშუალოდ წყლის ტემპერატურაა 15-დან 20 გრადუსამდე გათბებოდა, წარმოუდგენელია როგორ არ დაიწყო 4 დღის გარდაცვლილზე მაცერაციის პროცესი ანუ კანის განცალკევება. ეს კიდევ ერთი საეჭვო არგუმენტია, რომ გიორგი ახალი გარდაცვლილია.

პარადოქსი მეხუთე: პლანქტონი თირკმელში

ამერიკაც და ცივილიზებული ევროპაც თუკი სტამბულის ან მინესოტას პროტოკოლით ვიხელმძღვანელებთ, დახრჩობის ფაქტს ადასტურებს მას შემდეგ, რაც წყლის მიკროორგანიზმები პლანქტონები ძვლის წითელ ტვინს მიაღწევს. რა გვაჩვენა სამხარაულის ექსპერტიზამ, პლანქტონი აღმოჩენილია თირკმელში ძვალზე კვლევა კი არსადაა. ის არც მომდევნო საკვლევადაა გადაგზავნილი, ასფიქსიის ფაქტს მხოლოდ თირკმელის არგუმენტით ვიჯერებთ. თუკი შემთხევვის ადგილი მართლაც აქაა, რატომ არ მოხდა წყალში ანალიზი პლანქტონზე აღნიშნულ ტერიტორიაზე.

კითხვები კიდევ მრავლადაა, თუმცა როდის იქნება მზად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის მეორე დასკვნა, ამის შესახებ ინფორმაცია სავარაუდოდ 22-23 ივლისს გახდება ცნობილი.

პირველი ექსპერტიზის დასკვნის დაწერა საკმაოდ გაიწელა. მას 18 დღე დასჭირდა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე ამჯერად მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში იმუშავებენ.

 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი