საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი განახლდება - გამოიკითხება მკურნალი ექიმი

გამოქვეყნდა:

დღეს საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის პროცესი განახლდება. პროცესზე კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმი, თამარ დავარაშვილი გამოიკითხება. ის 8 თვეა ზედამხედველობს მის მკურნალობას და პაციენტის ავადმყოფობის ყველა დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი.

დავარაშვილი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის სასამართლოს რა მეთოდით მკურნალობდნენ, დინამიკაში როგორ იცვლებოდა და როდის დამძიმდა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გუშინდელ სასამართლო პროცესზე უკვე დაიკითხა "ვივა მედის" კიდევ ერთი ექიმი, ნევროლოგი თამარ აბაშიძე. მან დაადასტურა, რომ თვალშისაცემია ბოლო ორ თვეში პაციენტის წონაში კლება. მან ასევე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი ვერ იღებს საკვებს. დაადასტურა ისიც, რომ ლაბორატორიულად ვერ დადგინდა რატომ აქვს სიცხე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ სასამართლო პროცესზე, ასევე, დაიკითხა ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი.  მან პროცესზე კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში მძიმე მეტალებია აღმოჩენილი. ამერიკელი ტოქსიკოლოგის ვარაუდით იგი კლინიკა ,,ვივამედში'' გადაყვანამდეა მოწამლული. დევიდ სმიტის შეფასებით ამ მეტალებმა, შესაძლოა, ინვალიდობა და სიკვდილი გამოიწვიოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი