კრიმინალური თავდასხმები ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდება. დაუსჯელობის განცდა კრიმინალურ სამყაროში იმდენად გაძლიერებულია, რომ დამნაშავეები უკვე ღიად არ ერიდებიან სამართალდამცველების თვალწინ მოქმედებას.
ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა თბილისში, ვაჟა ფშაველას გამზირზე მოხდა. ორმა მოზარდმა პოლიციის განყოფილების წინ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გვერდით მდებარე ესთეტიკის ცენტრი გაძარცვეს.