
თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
პოლიციის თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული თ.ი. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 19 ივლისს შელაპარაკების ნიადაგზე 1988 წელს დაბადებულ კ.თ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.