
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში 2 პირი მოკლეს, 1 კი დაჭრეს, არსებული ინფორმაციით მომხდარი გვარებს შორის ადრე არსებულ დაპირისპირებას უკავშირდება.
ერთ-ერთი მოკლული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული პირი უკვე დააკავა.
ავტორი: ემა გოგოხია