ახალი წლის ღამეს მარტვილში ეკლესია გაქურდეს - წაღებულია ფული და ძვირფასეულობა

გამოქვეყნდა:

ახალი წლის ღამეს, ჭყონდიდის ეპარქიაში მდებარე მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი გაქურდეს. 

არსებული ინფორმაციით, წაღებულია ტაძარში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატში მოთავსებული ძვირფასეულობა, ასევე გატეხილია შესაწირი ყუთები და მესანთლის მაგიდა, საიდანაც წაღებულია თანხა.

ტაძარში, სავარაუდოდ, ფანჯრიდან შეაღწიეს.

ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი