მკვლელობა მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში - დანაშაული 1-ელ იანვარს, გვიან ღამით მოხდა. დაჭრილია ერთ-ერთი მოკლულის ძმაც.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ორ გვარს - პაკელიანებსა და აფრასიძეებს შორის, წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთი მოკლული სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ლ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ავტორი: ემა გოგოხია