წლინახევრის ბავშვის გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, მცირეწლოვანი იმ დროს დაიღუპა, როდესაც ოკუპირებული ტერიტორიიდან სასწრაფოს ბრიგადას საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოჰყავდა. მისი მდგომარეობა, კრიტიკული იყო.
გვიან ღამით ხმაური იყო სამხარაულის სახელობის გორის ექსპერტიზის ბიუროსთან,
სადაც გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები იყვნენ შეკრებილები.