
თბილისში ბოშები ავტობუსის მძღოლს თავს დაესხნენ - ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მძღოლი დაშავდა, ხოლო 3 თავდამსხმელი ადგილიდან მიიმალა, ორი კი პოლიციამ ადგილზე გააჩერა. შემთხვევის ადგილზე გადაღებულ ფოტოებში ჩანან საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.