
რუსთავის სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან პატიმარმა გაქცევა სცადა. პატიმარი სასამართლოსთან საცხოვრებელი კორპუსისკენ გაიქცა. პოლიციას დევნის ოპერაციის დროს გამაფრთხილებელი გასროლაც დაჭირდა. გაქცეული პატიმარი რამდენიმე წუთში დააკავეს. სავარაუდოდ, ის სასჯელს ქურდობისთვის იხდის.
თვითმხილველი ამბობს, რომ ავტომანქანა, რომელშიც პატიმარი იჯდა, სასამართლოსთან იდგა და ავტომობილის კარი მას ოჯახის წევრებმა გაუღეს.
შინაგან საქმეთა სამინიტრო გაქცევის მცდელობის ფაქტს არც უარყოფს და არც ადასტურებს.