მანქანას დაცვის პოლიციის ინსპექტორი მართავდა - ზუგდიდის ავარიაზე გამოძიება პროკურატურამ დაიწყო

გამოქვეყნდა:

გენერალური პროკურატურის განცხადებით, 3 იანვარს ზუგდიდში მომხდარ ავარიაზე გამოძიება დაიწყო. უწყების ცნობით, "მაზდას"-ს მარკის მანქანას, რომელიც 2 ქვეითს დაეჯახა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორი მართავდა.

"საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მიღებული ჯანმრთელობის დაზიანებებით, ერთი დაზარალებული შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო მეორე დაზარალებული და ავტომობილის მძღოლი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს", - წერია უწყების განცხადებაში.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს. ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი