
გაჭიანურებული და გადადებული სისხლის სამართლის გახმაურებული საქმეები - ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნულ ხარვეზებზე თავის სპეციალურ ანგარიშში საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ გახმაურებულ საქმეებზე სასამართლოს მხრიდან დაინტერესება ხშირად იკვეთება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მოუწოდებს სასამართლოს, პროცესები გონივრულ ვადაში განიხილოს.
ძირითადად ხარვეზები, რაც გამოვლინდა, ეს არის გაჭიანურებული სისხლის სამართლის წარმოება, გადადებული პროცესები, ასევე დაგვიანებით დაწყებული სხდომები. ჩვენს ანგარიშში გამოყოფილია რამდენიმე გახმაურებული საქმე, სადაც ვნახეთ, რომ 4-5-6 წელია მიმდინარეობს პროცესი და კონკრეტული შედეგები არ არის. ასევე დავაიდენტიფიცირეთ რამდენიმე საქმე, რომელშიც პირიქით, შემჭიდროვებულ ვადებში ხდებოდა სხდომების ჩანიშვნა და სასამართლოს მხრიდან იყო გარკვეულწილად დაინტერესებული მიდგომა, - ამბობს საია-ს ანალიტიკოსი თამარ ბოჭორიშივილი.