
მიხეილ სააკაშვილის მამა, ვივა მედის დირექტორის, ნინო ნადირაძის განცხადებას ეხმაურება და წერს, რომ ეს აღიარებაა, რომ მისი შვილის მდგომარეობა მართლაც მძიმეა:
"ეს არის აღიარება და დასტური იმისა რომ მიშას მდგომარეობა მართლაც მძიმეა და არანაირ სიმულაციას ადგილი არ აქვს. ამით ქ.ნ ნადირაძემ თქვა ის რასაც დიდი ხანია ამბობენ ექსპერტები. ყოველი წუთი ძვირფასია, დროულად გაუშვით მესამე პრეზიდენტი. გადავარჩინოთ მისი სიცოცხლე. ეს ყველაფერი ვივამედმა უნდა ხმამაღლა თქვას სასამართლოზე უკვე 9 იანვარს...
9 იანვარს მ.სააკაშვილის სასამართლოზე კლინიკა ვივამედმა
ხმამაღლა უნდა აღიაროს პრეზიდენტის ჯანმრთელობის ურთულესი მდგომარეობა. კოლეგებო ვიცი რა წნეხის ქვეშ იმყოფებით მიუხედავად ამისა ეს უნდა ითქვას." წერს ნიკოლოზ სააკაშვილი.
პროცესზე დასწრების რეკომენდაციას ვერ გავცემთ - აცხადებს ნადირაძე 9 იანვრის სასამართლოსთან დაკავშირებით, რომელზეც მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად დასწრების სურვილი აქვს.