გუშინ და დღეს პირველადაა, როცა რეანიმაციაში ჭარბობს კოვიდინფიცირებული პაციენტები - ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმი

გამოქვეყნდა:

მსოფლიო კოვიდის ახალი ტალღის მოლოდინშია. ომიკრონის შტამს,  რომელიც შეერთებულ შტატებში დომინანტური გახდა, რამდენიმე კვირაში, შესაძლოა, დაინფიცირების შემთხვევების რიცხვების მკვეთრი მატება მოჰყვეს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, შტამი 29 ქვეყანაში გამოავლინეს და სავარაუდოდ სხვა ქვეყნებშიც გავრცელდება.

"ის პაციენტები ვინც მოგვმართავენ, იმათი მდგომარეობა არის საყურადღებო. გუშინ და დღეს პირველადაა, როცა რეანიმაციაში ჭარბობს კოვიდინფიცირებული პაციენტები, ვიდრე ჩვეულებრივ განყოფილებაში. ბევრი არ არის, მაგრამ რა იქნება ვერ გეტყვით იმიტომ, რომ წამოსულია ახალი შტამები"  - ამბობს ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლია გოლიაძე. 

ჯერჯერობით უცნობია, ფიქსირდება თუ არა კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი