თბილისში, ვაკის ტერიტორიაზე გასულ ღამეს რამდენიმე მაღაზია გაქურდეს. დანაშაული სავარაუდოდ არასრულწლოვანების ჩადენილია.
ერთ-ერთი ობიექტის მიმდებარე ტერიტორიებზე დამონტაჟებულ კამერებში ჩანს, რომ 3 პირი დაახლოებით 15 წუთში ახერხებს მაღაზიაში შეჭრას, სალარო აპარატიდან თანხას აღებას და გაქცევას. სავარაუდოდ მათივე ჩადენილია ქურდობა მეორე მაღაზიაშიც.
ერთი ობიექტიდან წაღებულია 2000 ლარი, ხოლო მეორედან 500.
შსს-ს ჯერ-ჯერობით არავინ დაუკავებია. სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ დატოვეს ერთ-ერთი ობიექტი. ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები და სავარაუდო დამნაშავეების თითის ანაბეჭდები.
ერთ-ერთი ობიექტის მეპატრონის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა როცა მისი მაღაზია გაქურდეს. იგივე დანაშაული რვა თვის წინაც მოხდა, რომელშიც მისი ინფორმაციით, არასრულწლოვანები მონაწილეობდნენ.