ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკში, საქართველოს 42 წლის მოქალაქე მოკლეს. ცნობილი ხდება, რომ ლევან გალდავა, მეგობარი ქალის ყოფილმა ქმარმა ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავე დმიტრი ლაპკომ საქართველოს მოქალაქეს, სავარაუდოდ, ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან 6-ჯერ ესროლა, შემდეგ კი ცივი იარაღი ჩაარტყა. მკვლელობა ქუჩაში მოხდა. არსებული ინფორმაციით, მომ­ხდარს წინ კონ­ფლიქ­ტი უძღო­და.

სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ლევან გალ­და­ვა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. პოლიციის განაცხადებით, დმიტრი ლაპკოს დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი