გიული ალასანიას თქმით, 9 იანვარს მიხეილ სააკაშვილი პროცესზე დასწრებას, სავარაუდოდ, ვერც დისტანციურად შეძლებს

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერც ფიზიკურად და სავარაუდოდ, ვერც დისტანციურად ვერ შეძლებს.

ალასანიამ მესამე პრეზიდენტი კლინიკა ვივა მედში დღეს, 7 იანვარს მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს თავს სუსტად გრძნობს.

"ისეთი განწყობა ჰქონდა, მაგრამ ახლა სუსტად არის, გუშინწინდელი ეპიზოდის შემდეგ...ახლა მე მგონი, ვეღარ შეძლებს, არა მგონია [დისტანციურად დასწრება შეძლოს]. ჩვენი სამართალი ცნობილია მთელ მსოფლიოში დღეს, მოგეხსენებათ და ერთ-ერი მოთხოვნა ევროპის ამ სფეროს რეფორმაა", - თქვა გიული ალასანიამ.

როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის კლინიკა ვივა მედში, გუშინ, 6 იანვარს ჩატარებული კვლევების პასუხს ელოდება. როგორც ცნობილია, კლინიკა კვლევის პასუხებს ოჯახს ორშაბათს, 9 იანვარს გააცნობს.

მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლებაზე სასამართლო 9 იანვარს იმსჯელებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი