ქრება ადამიანი თვალწინ, შეუძლებელია ამის ყურება, თავსაც კი ვერ აბრუნებს - გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

გიული ალასანიამ კლინიკა ვივა მედში მესამე პრეზიდენტი დღეს მოინახულა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი ხვალინდელ პროცესს, სავარაუდოდ, ვერ დაესწრება.

"სამწუხაროდ, ვერაფერს ახალს ვერ ვიტყვი. არის სისუსტე, წევს სულ ერთსა და იმავე მდგომარეობაში. ქრება ადამიანი თვალწინ, შეუძლებელია ამის ყურება. რასაც ვხედავ, ვერ შეძლებს [პროცესზე დასწრებას], მისი ფიზიკური მდგომარეობა ნამდვილად არ იძლევა, თუნდაც დისტანციურად, ამის შესაძლებლობას. [სურვილი] ჰქონდა ადრე, არ მგონია, რომ ახლა აქვს, დღეს არ მიკითხვას, გუშინ ვკითხე და ნამდვილად არ იყო განწყობილი, არც გუშინ არც გუშინ წინ. თავსაც კი ვერ აბრუნებს", - თქვა გიული ალასანიამ.

ცნობისთვის, ხვალ, 9 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების საქმეზე იმსჯელებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი