თბილისში მოკლულ დეტექტივების სამმართველოს უფროსს 6-ჯერ ესროლეს, მრავლობითი დაზიანებები აქვს დაკავებულსაც - ახალი დეტალები 

გამოქვეყნდა:

სისხლიანი გარჩევა პოლიციელებს შორის - მოკლულია თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი, ალექსანდრე შეყელაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან 6-ჯერ მისივე თანამშრომელმა ესროლა. შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას თბილისში მოხდა. 

პოლიციელი, გიორგი მღებრიშვილი ახლა ზაჰესში წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. მას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა შენახვა ტარებას ედავებიან.

სავარაუდო დამნაშავე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია, ამჟამად იმყოფება კადრების განყოფილების განკარგულებაში. მღებრიშვილი ძალოვან უწყებაში წლების განმავლობაში მუშაობდა. ის რაჭაში, ამბროლაურში მაღალ თანამდებობას იკავებდა. 

"მთავარი არხისთვის" ცნობილი ხდება, რომ მკვლელობაში ბრალდებულ პოლიციელს დაკავებამდე, პირველადი სამედიცინო დათვალიერებით, მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება. 

მოკლული ალექსანდრე შეყელაძე გლდანში, საცხოვრებელ სახლში რამდენიმე წუთის წინ გაასვენეს. 

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი