ზვიადაურის დაჭრა შესაძლოა 2012 წელს მომხდარ დაპირისპირებას უკავშირდებოდეს - ჩემპიონის მამის კომენტარი

გამოქვეყნდა:

ოლიმპიური ჩემპიონის ზურაბ ზვიადაურის მამა მისი შვილის დაჭრის სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს. ის არ გამორიცხავს, რომ დაპირისპირება 2012 წელს მომხდარ კონფლიქტს უკავშირდებოდეს. თავად ზვიადაური საავადმყოდან უკვე სახლში გაწერეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკვე სახლში იმყოფება მისი მეგობარი გოჩა დავითაშვილიც, რომელიც დაპირისპირებისას ზვიადაურთან ერთად დაშავდა. 

ზვიადაურის მამის თქმით, 2012 წელს მომხდარი ინციდენტის დროს მათმა თანაქალაქელმა გიორგი ქისტაურმა ზვიადაურების სახლი დაცხრილა. 

ადგილობრივების ინფორმაციით, პარლამენტის ყოფილი წევრი თანმხლებ პირებთან ერთად მინდორში, საქეიფოდ იმყოფებოდა, უკან დაბრუნების შემდეგ კი ახმეტაში, ერთ-ერთ კორპუსთან სწორედ ქისტაურს შეხვდა. თავდაპირველი სიტყვიერი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც ზვიადაურს და მის თანმხლებს ჭრილობები დანით მიაყენეს. 

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით არის დაწყებული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. სავარაუდო ბრალდებული იდენტიფიცირებულია, თუმცა საგამოძიებო უწყებას ის ჯერ არ დაუკავებია. 

შეგახსენებთ, რომ ოლიმპიური ჩემპიონი და პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ახმეტაში გუშინ დაჭრეს.

ავტორი: ია გულიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი