მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი, შეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას - ლაჰანი 

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე ამერიკელმა ექსპერტმა, ნევროლოგმა, ემანუელ ლაჰანმა საექსპერტო დასკვნაზე კითხვებს უპასუხა და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი სერიოზურად არის ავად. 

სასამართლო პროცესზე ექიმმა ლაჰანმა დიაგნოზებზე ისაუბრა და თქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დიაგნოზი არის დაუზუსტებელი დიმენცია.

"ყველაზე მძიმე დიაგნოზია დაუზუსტებელი დემენცია, რომელიც მას აქვს, ასევე, კრუნჩხვები. ასევე, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, რაც მისთვის სიარულის ფუნქციის განხორციელებას ართულებს, გარდა ამისა, ხერხემლის სვეტის კისრის მიდამოში მალთაშუა დისკების მხრიდან ზუსრგისტვინის კომპრესია (ზეწოლა). ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ხარისხის პოსტტრამვული სტრესული აშლილობა და ასევე, მასთან დაკავშირებით, ადგილი აქვს პოლიფარმაციას, ანუ მრავლობითი არაშეუსაბამო მედიკამენტების დანიშვნას",- თქვა ლაჰანმა. 

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი ნევროლოგი ჩვენებას პროცესზე ამ წუთებში აძლევს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი