თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე მე-15 სართულიდან ქალი გადმოვარდა

გამოქვეყნდა:

თბილისში, იოსელიანის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-15 სართულიდან შუახნის ქალბატონი გადმოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევა, სავარაუდოდ, იმ დროს მოხდა, როცა ქალი სარეცხს ფენდა - მეზობლები პირად საუბრებში ყვებიან, რომ სარეცხის ნაწილი გაფენილი იყო. 

შემთხვევა დღეს დილით, გამთენიისას მოხდა. ადგილზე მოსულ სასწრაფო დახმარებას იგი გარდაცვლილი დახვდა. ქალი უბედური შემთხვევის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა.

იოსელიანის 39-ში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი