ხანუმ ჯეირანოვას საქმე - სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობისთვის 4 პირი დამნაშავედ ცნო

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხანუმ ჯეირანოვას თვითმკვლელობის საქმეზე თანასწორუფლებიანობის დარღვევისა და ჯგუფურად ჩადენილი დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე 4 პირი დამნაშავედ ცნო.

საუბარია 2014 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მომხდარზე.

კერძოდ, პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები თვლიდნენ, რომ "დაზარალებული, ქალისთვის შეუფერებელ საქციელს სჩადიოდა, იგი ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩააყენეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და სოფლის ცენტრში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას მიიყვანეს. ბრალდებულები დაზარალებულს სოფლის მოსახლეობის თანდასწრებით დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და აცხადებდნენ, რომ ქალისთვის შეუფერებელი საქციელის გამო იგი უნდა დასჯილიყო".

უწყების განცხადებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების ქმედებამ დაზარალებულის მორალური ტანჯვა გამოიწვია, რის გამოც მან 2014 წლის 18 სექტემბერს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სასამართლომ ოთხივე პირი დამნაშავედ ცნო სსკ-ს 144 ტერცია მუხლის მეორე ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით (დამამცირებელი მოპყრობა, ჩადენილი ჯგუფურად და სქესის ნიშნით ადამიანთა თანასწორუფლებიანობის დარღვევით) და სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა განცხადებაში აღნიშნავს, რომ საქმეზე თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე ბრალდება წარდგენილი აქვს ასევე ერთ პირს, რომლის საქმეც თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით იხილება.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი