"ომეგა ჯგუფის" გენერალური მენეჯერი ამბობს, რომ კომპანიას წაართვეს ბიზნესისთვის აუცილებელი აქტივები, რაც პირდაპირ ემსახურება "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს.
მისი თქმით, "ომეგა ჯგუფში" შემავალი ერთ-ერთი კომპანიის ქონების აუქციონზე გაიტანეს და გაყიდეს სხვა კომპანიის ქონება და საკუთრება.
"ომეგა ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი კომპანიის ქონების აუქციონზე გაიტანეს და გაყიდეს სხვა კომპანიის ქონება და საკუთრება. საქმე იმაშია, რომ ამ ყველაფრის ინიციატორი, ინსპირატორი იყო იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი აღსრულების ეროვნული ბიურო, იყიდა საქართველოს ბანკმა, მაგრამ ეს აქ არ დამთავრდა, ისევ იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა საჯარო რეესტრმა, როდესაც მიიღო რომ სხვა კომპანიის აუქციონი ჩატარდა და რატომ უნდა მომხდარიყო სულ სხვა კომპანიის ქონების საკუთრების გაუქმება, ეს შეკითხვა არ გასჩენია, პირდაპირ აიღო და მექანიკურად სულ სხვა კომპანიას, რომლის აუქციონიც არ ყოფილა, გაუუქმა ქონებაზე საკუთრების უფლება და დაარეგისტრირა ახალი მესაკუთრე.
ეს არის ზაზა ოქუაშვილის კომპანიისთვის ბიზნესისთვის აუცილებელი აქტივების წართმევა, რომელიც პირდაპირ ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს", - თქვა "ომეგა ჯგუფის" გენერალური მენეჯერი, ლევან აღდგომელაშვილი.
"ომეგა მოტორს ჯგუფის" ადვოკატი, ირაკლი კორძაია ამბობს, რომ "საქართველოს ბანკმა" გამოსახლება უკანონოდ გააკეთა, დააშენა ღობე, რისი ნებართვაც არ ჰქონდა. მისი თქმით, ბანკმა საკუთრების უფლებაც უკანონოდ, აღნაგობის უფლების გაუქმებით მოიპოვა, რადგან მიწის მესაკუთრე გაკოტრდა და მისი მიწა გაიყიდა, მაგრამ გაიყიდა ის შენობებიც, რომელიც სხვა პირს ეკუთვნოდა.
იხილეთ ბანკის პასუხი: