შეფუთეთ ღია სივრცეში წყალსადენი ქსელები და ღამით მოშვებული დატოვეთ ონკანი - GWP აბონენტებს მიმართავს

გამოქვეყნდა:

9 იანვრიდან 15 იანვრამდე მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით Georgian Water and Power აბონენტებისთვის რეკომენდაციებს ავრცელებს. 

კომპანიის რჩევით, სასურველია რომ აბონენტებმა შეფუთონ ღია სივრცეში მქონე აღრიცხვის კვანძები, წყალსადენი ქსელები და ღამით მოშვებული დატოვონ ონკანი წყლის მცირე დინებით.

"9 იანვრიდან 15 იანვრამდე მოსალოდნელ ყინვებთან დაკავშირებით, წყალსადენი სისტემისა და აღრიცხვის კვანძის მოყინვის თავიდან აცილების მიზნით, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი თბილისის ზედა ზონებსა და კერძო სახლებში მცხოვრებ აბონენტებს რეკომენდაციით მიმართავს:

სასურველია, შეფუთოთ თქვენს კუთვნილებაში არსებული ღია სივრცეში და ზედაპირულად განლაგებული აღრიცხვის კვანძები და წყალსადენი ქსელები

ასევე, რეკომენდებულია, ღამის განმავლობაში მოშვებული დატოვოთ ონკანი წყლის მცირე დინებით. ამავე პერიოდში, იმ აბონენტებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან, როგორც საყოფაცხოვრებო ანუ ფიზიკური პირი, წყლის ჭარბი მოხმარების საფასური დაუკორექტირდებათ განცხადებით მომართვის საფუძველზე", - ვკითხულობთ GWP-ს განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი