ნიკა გილაურის ეკონომიკური გეგმა "მესამე რესპუბლიკა" | რა უნდა გაკეთდეს, რომ საქართველო 4 წელიწადში ცხოვრებისა და ეკონომიკის განვითარების დონით ევროპის მაღალშემოსავლიან ქვეყნებს დაეწიოს

გამოქვეყნდა:

რა უნდა გაკეთდეს, რომ საქართველო 3-4 წელიწადში ცხოვრებისა და ეკონომიკის განვითარების დონით ევროპის მაღალშემოსავლიან ქვეყნებს დაეწიოს - "რეფორმატიკსის" დამფუძნებელი ნიკა გილაური ამბობს, რომ ეს არათუ შესაძლებელია, ამის გასაკეთებლად გეგმაც აქვს. დღეს ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით წელიწადში საქართველოს ეკონომიკა 8000 დოლარს ოდნავ აღემატება, იმისთვის რომ ქვეყანამ მაღალშემოსავლიან სახელმწიფოთა ჩამონათვალში გადაინაცვლოს, და შესაბამისად გაიზარდოს მისი მოქალაქეების კეთილდღეობა, საჭიროა ეს მაჩვენებელი 14 000-მდე ავიდეს. 

"მესამე რესპუბლიკა" - ასე ჰქვია იმ 105-გვერდიან სტრატეგიულ გზამკვლევს, რომელიც საქართველოს სთავაზობს განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპს, მდგარდი დემოკრატიით, ევროპული ინსტიტუციებით და იაფი კაპიტალით. ადამიანი, რომელიც ერთ დროს თავად იყო საქართველოში ენერგეტიკული სასაწაულის ავტორი და ბოლო 10 წელია მსოფლიოს 30 ქვეყანას ეხმარება რეფორმების პროცესში, ამტკიცებს, რომ საქართველოს ახლა უნიკალური შანსი აქვს. ამ შესაძლებლობის გამოყენება კი არამხოლოდ დააჩქარებს ევროპისკენ მის სწრაფვას, არამედ ქვეყანას რეგიონის წამყვან ეკონომიკად გადააქცევს, მოსახლეობის მაღალი კეთილდღეობის დონით და დაცული საზღვრებით.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი