შიმშილობა, დასჯა და ფიზიკური ძალადობა გლდანის ციხეში | მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში მყოფი პატიმრის ინტერვიუ "მთავარ არხთან"

გამოქვეყნდა:

რა ხდება "ქართული ოცნების" ციხეში და რა პირობებში უწევთ არსებობა პატიმრებს. მსჯავრდებული, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას სტრასბურგის სასამართლოში უჩივის, "მთავარ არხთან" სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის პირობებზე საუბრობს.

ცემა, არაადამიანური მოპყრობა, წამება და მსჯავრდებულების განზრახ დაგვიანებული მკურნალობა. პატიმარი, რომელიც ახლა ციხის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება, ადმინისტრაციას უმძიმეს ბრალდებებს უყენებს. 

"მე ის წლებიც გამოვიარე, მაგრამ ამათმა ყველა იმას გადააჭარბეს, ყველა იმას რა. რასაც ისინი აკეთებდნენ, ორ იმდენს აკეთებენ ესენი. ცემენ კიდევაც, აწამებენ კიდევაც, აშიმშილებენ კიდევაც... ზაფხულში სიცხეს ურთავენ, ზამთარში ვენტილატორს. საჭმელს არ აჭმევენ, მკურნალობის გარეშე ასე როგორ შეიძლება პატიმრის გადარჩენა, იქამდე არ დაუწყებენ მკურნალობას, სანამ სიკვდილამდე არ მივა. და მერე, რომ უკვე კვება კაცი, გადაჰყავთ. 

...კაცი არის, რომელიც 100 დოლარად ლახავს თავის პოლიციელის ღირსებას. აი ეგეთი დირექტორია აქ, რომელიც იწვევს პატიმრებს და მერე ხან სასჯელს ამატებინებს და ხან რას შვრება და ხან რას შვრება. 

სტრასბურგში მაქვს ახლა გაგზავნილი სარჩელი...." - ამბობს დავით გუჯეჯიანი.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი