"ღრმად შეშფოთებული ვართ [ჩხრეკებით]..." | ატლანტიკური საბჭოს განცხადება

გამოქვეყნდა:

საქართველოში ჩატარებულ ჩხრეკებს "ატლანტიკური საბჭო" X-ზე ეხმაურება. ორგანიზაცია "ღრმა შეშფოთებას" გამოთქვამს მომხდარის გამო და წერს, რომ მათი თანამშრომლები, ეთო ბუზიაშვილი და სოფო გელავა საქართველოში ეწევიან დამოუკიდებელ, უპარტიო საქმიანობას, რაც მიზნად დემოკრატიის დაცვას ისახავს. 

„24 ოქტომბერს, დილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა თბილისში, საქართველოში, ატლანტიკური საბჭოს ციფრული სასამართლო ექსპერტიზის ლაბორატორიის ორი თანამშრომლის სახლები დაარბიეს და მათი ელექტრონული მოწყობილობები ჩამოართვეს. ისინი არ დაუკავებიათ და საქართველოს ხელისუფლებას ბრალი არ წაუყენებია.

ატლანტიკური საბჭო ღრმად შეშფოთებულია ამ განვითარებით და მისი გავლენით ჩვენი თანამშრომლების მუშაობაზე, საქართველოს არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე. ჩვენი ქართველი კოლეგები, სოფო გელავა და ეთო ბუზიაშვილი, დამოუკიდებელ, უპარტიო მუშაობას ეწევიან, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის დაცვას და განმტკიცებას მათგან, ვინც ძირს უთხრის მას ონლაინ სივრცეებში.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება უფრო მეტ სიცხადეს მისცემს თავის ქმედებებს, უზრუნველყოფს ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებას, დააბრუნებს მათ ქონებას და საშუალებას მისცემს გააგრძელონ თავიანთი წვლილი ქართულ დემოკრატიაში.

ატლანტიკური საბჭო დიდი ხანია არის დემოკრატიული და დამოუკიდებელი საქართველოსა და მისი მისწრაფებების, ტრანსატლანტიკური საზოგადოების ინსტიტუტებში გაწევრიანების დამცველი", - წერია "ატლანტიკური საბჭოს" განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი