"დანაშაული განზრახ არ ჩამიდენია" - პოლიციელის მკვლელობისთვის დაკავებულმა ყოფილმა სამართალდამცველმა დღეს სასამართლოს ამ სიტყვებით მიმართა. გიორგი მღებრიშვილს, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ გაიზიარა პროკურატურის პოზიცია, რომ არსებობდა მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. პატიმრობის შესახებ შუამდგომლობას დაცვის მხარეც დაეთანხმა. დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრებოდა მოკულილი ალექსანდრე შეყელაძის მამაც.