დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოპორტში ახალგაზრდა მამაკაცმა დედა და და მოკლა. მკვლელობა დღეს დილით, დაახლოებით 8 საათზე მოდა. არსებული ინფორმაციით, დანაშაული სანადირო თოფითაა ჩადენილი.
სავარაუდო დამნაშვე, 41 წლის ლაშა ქიმბარაშვილი სამართალდამცველებმა სახლშივე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, მაც გაქცევა და მიმალვა არ უცდია.
რატომ დახოცა მამაკაცმა საკუთარი დედა და და, ჯერჯერობით უცნობია. ოჯახის ახლობლები გაოგნებული არიან და მიზეზებზე ვერ საუბრობენ. მეზობლების ინფორმაციით, ოჯახს კონფლიქტი არ ჰქონია და ისინი დადებითად ახასიათებენ სავარაუდო დამნაშავესაც. მათივე ინფორმაციით, ქიმბარაშვილმა სანადირო თოფიდან ჯერ დედას, შემდეგ კი დას ესროლა. ქალი ადგილზე დაიღუპა, გოგონა და საავადმყოფოში. ამ დროისათვის ცხედრები სახლში ჯერ არ გადაუსვენებიათ. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-მ ჭოპორტში მომხდარ მკვლელობაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე, დამამძიმებელ გარემოებები, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.