ამერიკელი გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი ამბობს, რომ მას არ აქვს ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილმა დაპატიმრებამდე კიდევ ერთი კუჭის ოპერაცია გაიკეთა. ამის შესახებ ფინკელმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა მას ჰკითხა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებზე, რომ მესამე პრეზიდენტის წონაში კლება ბარიატრიულ ოპერაციას უკავშირდება და ჰქონდა თუ არა მართლაც ჩატარებული მიხეილ სააკაშვილს აღნიშნული ოპერაცია 2017 წლის შემდეგ, 2021 წელსაც:
"მეორე ოპერაციის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. მე არ მინახავს არცერთი დოკუმენტი, იმ დოკუმენტებში, რომელიც მივიღე ციხიდან თუ საავადმყოფოდან, ამ ტიპის ოპერაცია არსად არ არის ნახსენები." განაცხადა ფინკელმა.
გარდა ამისა, მან ვრცლად ისაუბრა და ჩამოთვალა მიხეილ სააკაშვილისთვის, მის მიერვე დასმული დიაგნოზები.
ამერიკელი მედიკოსი საუბრობს კახექსიაზე და მალაბსორბცია და ამბობს, რომ ეს არის ერთ-ერთი დაავადება, რომელიც სასჯელისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს:
გასტროინტესტინალური თვალსაზრისით, ერთ ერთი დიაგნოზი არის რეფლუქს ეზოფაგიტი. ჩემს ქვეყანაში მას ჰქვია ჰიატუსის თიაქარი, შემდეგი დიაგნოზია ეროზიული გასტრიტი, შემდეგი დიაგნოზია ზედაპირული დუოდენიტი, შემდეგი დიაგნოზია პოსტსლივ გასტრექტომია, შემდეგი დიაგნოზია გასტრო ეზოფაგური რეფლუქსი, შემდეგი დიაგნოზია დუოდენალურ-გასტრალური რეფლუქსი, შემდეგი დიაგნოზია დისტალური ეზოფაგიტი, ასევე - ქრონიკული ეროზიული გასტრიტი, კუჭის ანტრალური პოლიპი, ინტესტინალური, ანუ წვრილი ნაწლავების მეტაპლაზია, წვრილ ნაწლავებში მალაპსოპცია და ეს არის ის, რაც მე დავსვი, კუჭ-ნაწლავის სისტემების დაავადებებთან დაკავშირებით.
პირველი, რაც მე ვნახე იმის ბაზაზე, რომელი გამოკვლევაც იყო ჩატარებული 2022 წლის 13 მარტს, აქედან გამოვიტანე დასკვნა, რომ ადგილი აქვს ჰიატუსის თიაქარს და რეფლუქს ეზოფაგიტს. ამის გარდა, აღმოჩენილ იქნა ეროზიული გასტრიტი და ასევე ნაპოვნი იქნა ზედაპირული დიოდენიტი. 13 მარტს ჩატარებული მანიპულაციის დროს ბიოფსია არ გაკეთებულა კუჭის ქსოვილების. ჩემი აზრით, ეს იყო გადახვევა მზრუნველობის სტანდარტებიდან, რომელიც საჭიროა ამ ტიპის სიტუაციისთვის.
წინა დიაგნოზები, რომელიც მე ვნახე იყო დამყარებული 2022 წლის მარტსა და ივლისში ჩატარებული ენდოსკოპიური კვლევის შედეგებზე. რაც შეეხება ანორექსიას და ქრონიკულ გულისრევას, ეს არის კლინიკური დიაგნოზები, რომლებიც ბაზირდება სიმპტომებზე.
დოკუმენტში 01-55, რომელიც ეხება სერიოზულ და მძიმე დაავადებებს და რომლებიც არის საფუძველი მსჯავრდებულის სასჯელისგან გათავისუფლებისთვის, იქ მეათე პუნქტში ჩამოთვლილია დაავადებები საჭმლის მომნელებელი სისტემის, რომლებიც ეხება ნაწლავებს და სხვა ორგანოებს, რომლებსაც გააჩნიათ გამოხატული წყვეტა აბსორბციული ფუნქციის და კახექსიის ფაზაში. ჩემი აზრით, ბატონ სააკაშვილს აქვს ეს მდგომარეობის და ეს არის საფუძველი სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებისთვის." ამბობს ამერიკელი გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი