თეთრიწყაროში 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს მესამე დღეა ეძებენ

გამოქვეყნდა:

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მესამე დღეა 23 წლის დაკარგულ გოგოს ეძებენ. თამარ ბაჩალიაშვილი ქვემო ფონიჭალიდან დილის საათებში გავიდა, კამერებმა მისი ავტომობილი მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. ამის შემდეგ კვალი იკარგება. თამარ ბაჩალიაშვილი მობილური ტელეფონი გამორთულია.

ორი დღეა სამძებრო სამუშაოებში ჩართული პოლიცია ვერ პოულობს ვერც გოგოს და ვერც მის ავტომობილს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი