
ორდღიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ, მყვინთავებმა მდინარე ალაზანში ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს
20 წლამდე ასაკის მამაკაცი გუშინ, მეგობართან ერთად, მდინარე ალაზანზე იყო წასული და მას შემდეგ აღარ გამოჩენილა. დაკარგულის თანმხლები პირი მაშველებმა სწრაფად იპოვეს, თუმცა მეორ ახალგაზრდის ძებნა გაძნელებული იყო.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო ღონისძიებებში 20 მაშველი იყო ჩართული.
ავტორი: ია გულიაშვილი.