
ქორწილებისა და სხვა სარიტუალო ღონისძიებების ჩატარება დღეიდან ღია სივრცეში დასაშვები გახდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ღონისძიებებზე დამსწრეთა მაქსიმალური რაოდენობა 100 ადამიანით განისაზღვრა.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას საბჭომ უკვე დაუშვა კულტურული ღონისძიებების ორგანიზება ღია სივრცეში, ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის დაცვით, ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების ჩატარებაც
"უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და გადაწყვეტილებებს სხვა საქმიანობების გახსნაზე ეტაპობრივად მიიღებს" - აცხადებენ მთავრობის პრესსამსახურში
დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1039 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 900 გამოჯანმრთელებულია.
დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით მე-16-ე ადამიანი გარდაიცვალა.