
საპროკურორო საბჭოს ახალ თავმჯდომარედ შოთა ტყეშელაშვილი აირჩიეს. მას მხარი საბჭოს 15-ვე წევრმა დაუჭირა.
აღსანიშნავია, რომ შოთა ტყეშელაშვილი თავმჯდომარის პოსტზე ასარჩევად ერთადერთი კანდიდატი იყო. მისი კანდიდატურა საბჭოს პროკურორმა წევრმა ალექსანდრე მუყასაშვილმა წარადგინა.
თავმჯდომარის არჩევა ფარული კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით ხდება. საბჭოს თავმჯდომარეს ორი წლის ვადით ირჩევენ. საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას ამ დრომდე თბილისის პროკურორის მოადგილე მერაბ ჯერანაშვილი იკავებდა.