23 წლის გოგოს ძებნა გრძელდება - დაკარგულის ოჯახის პირველი კომენტარი

გამოქვეყნდა:

მესამე დღეა, რაც მაშველები 23 წლის გოგოს ეძებენ. თამარ ბაჩალიაშვილი ქვემო ფონიჭალიდან 18 ივლისს, დილის საათებში გავიდა. ვიდეოკამერებმა მისი ავტომობილი ჯერ მარნეულში, ბოლოს კი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს. ამის შემდეგ კვალი იკარგება. ჯერჯერობით არც დაკარგულის ავტომანქანაა ნაპოვნი.

ოჯახის წევრების თქმით, გოგონა სახლიდან შაბათს, 18 ივლისს წავიდა და მალევე ტელეფონიც გამორთო. მათთვის გაუგებრია, თუ რა უნდოდა დაკარგულს მარნეულსა და თეთრიწყაროში, რადგან იქ არც ახლობლები ჰყავთ და არც თავადაა ნამყოფი.

მე ის ვერსია მაქვს, რომ ის მარტო არ არის, ვიღაცა ეხმარება, თუ ძალადობის მსხვერპლია. არ ვიცი, ფაქტია, რომ ეს ჩემი შვილი რომ იყოს კარგად და ჯანმრთელად, მე ასე არ გამიმეტებდა... ჩემი ემოციურობის ამბავი იცის, - ამბობს დაკარგულის დედა.

სამართალდამცველების განმარტებით, ისინი ყველა ვერსიაზე მუშაობენ და დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრი მოგვიანებით გაახმაურებს.

სოფელ ხაიშის მოსახლეობა კი ადასტურებს, რომ გოგონა ნამდვილად ნახეს. მათი თქმით, ის მანქანაში მარტო იმყოფებოდა. მას შემდეგ იგი აღარავის უნახავს.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს უკვე მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებენ. საქმეში ჩართულია დრონებიც.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი