იმერეთი სტიქიას ებრძვის. რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. ამ დროის მონაცემებით 300-მდე შენობის სახურავი დაზიანებულია, 125 სოფელს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ასევე შეზღუდულია ბუნებრივი აირის მიწოდება. მოგლეჯილია ხეები, დაზიანებულია ავტომობილები, ჩახერგილია ქუჩები. ვანში კი ხე წაიქცა და ადამიანები დაშავდნენ.
იხილეთ ასევე: