გიორგი შაქარაშვილის საქმის პირველ წინასასამართლო სხოდმამდე პროკურატურა გამოძიებისთვის ერთი თვით ვადის გაგრძელებას ითხოვს. შოთაძის უწყებამ მცხეთის სასამართლოს მიმართა. გაუგებარია, რატომ მიმართავს პროკურატურა მცხეთის სასამართლოს მაშინ, როდესაც გამოძიებას უკვე თბილისის კრიმინალური პოლიცია აწარმოებს.
ფეხბურთელის საქმეში ფიგურირებენ არასრულწლოვნები, რომელთა დაკავშირებითაც კანონმდებლობაში ვადები არის შემჭიდროვებული და ეს ვადები 31 ივლისს იწურება. პროკურატურამ ან ცალკე უნდა გამოყოს არასრუწლოვნების საქმე, ან აღკვეთის ღონისძიება შეცვალოს და არასრულწლოვნები გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლოს.
დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ 19-ტომიან საქმეში ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ კონკრეტულ პირებს წარუდგინონ განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი. შესაბამისად, ეს უკვე დადასტურდა მოთხოვნით, რომ პროკურატურა ითოვს კიდევ ერთ თვიან ვადას გამოძიების გასაგრძელებლად.
ჩვენ არაერთი ფაქტი ვნახეთ როდესაც დაგვიანებით ხდება ექსპერტიზების ჩატარება, დაგვიანებით ხდება გარკვეული ინფორმაციის გამოკითვა, მოწმეების გამოკითვისასა არაერთი არსებითი სახის ცდომილება გვაქვს, - ამბობს ადვოკატი ვასილ მამულაშვილი.
ადვოკატები ამბობენ, რომ ეს არის რთული საქმე და ისინი ელოდნენ კიდეც, რომ საგამოძიებო უწყება ამ მოთხოვნას დააყენებდა.
19 ტომში იყო გარკვეული მტკიცებულებები, თუმცა კონკრეტულად 109-ე მუხლთან მიმართებაში, საქმის მასალები რაც გადმომეცა, ფიზიკურად არ მაქვს ინფორმაცია საქმის მასალებიდან, - ადვოკატი დავით ჭიკაიძე
პროკურატურაში ამბობენ, რომ დღის ბოლომდე გაავრცელებენ განცხადებას, სადაც დეტალურად ეწერება, თუ რას ითხოვს პროკურატურა.