
ტრაგიკული შემთხევვა ვაზისუბანში დაახლოებით 1 საათის წინ მოხდა. დაიღუპა ცოლ- ქმარი. შემთხევვის ადგილზე მთელი პერიმეტრი შემოსაზღვრულია ყვითელი ლენტით, ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
არსებული ინფორმციით, თავდაპირველად ლიფტი გამოიძახა კაცმა, ლიფტი არ მივიდა, რა დროსაც შახტაში ჩავარდა, მის დასახმარებლად ჩავიდა მეუღლე. ამ დროს ლიფტი ამოქმედდა და ორივე მათაგნი შახტაში მოიყოლა.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ლიფტის პრობლემა დიდი ხანია არსებობს, რაზეც განცხადებაც დაწერეს.
"გავიგე, რომ ლიფტი ჩაწყდა. სხვათაშორის ეგეთი პრობლემა ამ მერვე კორპუსშიც არის. იყო განცხადება მიცემული, რომ მთავრობა დაგვეხმაროს, მაგრამ რეაგირება არ არის და შედეგი შეიძლება იყოს ასეთი",- ამბობენ ადგილობრივები.
ავტორი: საბა ბუაძე
ამავე თემაზე: